საუკეთესო საჯომარდო ადგილი საქართველოში
საქართველო გამოირჩევა წყალუხვი მდიანრეებით, თუმცა საჯომარდოდ ძირითადად მხოლოდ რამდენიმე მდინარე გამოიყენება.
-
ბორჯომი – მდინარე მტკვარი
-
ფასანაური – მდინარე არაგვი
-
ფშავი – მდინარე არაგვი
-
რაჭა – მდინარე რიონი
ბორჯომში ჯომარდობა განსაკუთრებულ თავგადასავლად გექცევათ, რადგანაც ჯომარდობის დროს დიდ ექსტრემალურ ტალღებთან ერთად თქვენ შესაძლებლობა გექნებათ იცურაოთ მდინარეში და ცადოთ სიმაღლიდან ხტომაც, რომელიც დამატებით ექტრემად გადაიქცევა. მდინარიდან დანახული სხვადასხვა ხედებით კი შესაძლებლობა გექნებათ დაინახოთ ბუნება გამორჩეული ხედით.
ფასანაურში და ფშავის არაგვზე ჯომარდობა სისწრაფის მოყვარულებისთვის არის საუკეთესო გამოსავალი. “მორბის არაგვი, არაგვიანი” სწორედაც არაგვზე ჯომარდობა სიჩქარესთან, ტალღებთან და დიდ თავგადასავალთან ასოცირდება.
რაჭა, მდინარე რიონი აქ ჯომარდობა თქვენი თავგადასავალის ნაწილი გახდება რადგანაც 25 კილომეტრიანი მანძილის ნავით გავლა მოგანიჭებთ საოცარ ემოციებს და შეხვდებით ბევრ დიდ ტალღებს, რეკომენდირებულია რიონში ჯომარდობამდე გამოცადოთ მდინარე მტკვარი ან არაგვი. ფოტოგრაფიის მოყვარულებისთვის, კი ჯომარდობის დროს გადაღებული სურათები ნამდვილად შთამბეჭდავი გახდება.