ჩვენს შესახებ

საოჯახო კომპანია „ჯომარდობის ცენტრი საქართველოში“ დაარსდა 2017 წლის სექტემბერში, ყოველწლიურად ვატარებთ სეზონის გახსნის ღონისძებებს სპეციალური შეთავაზებებით და სეზონის განმავლობაში მოსულ სტუმრებს მაქსიმალური პროფესიონალიზმით ვუმასპინძლდებით.

გთავაზობთ რაფტინგს:
ფასანაურში და ფშავში -მდ. არაგვზე,
ბორჯომში - მდ. მტკვარზე
რაჭაში - მდ. რიონზე

ჩვენი ცენტრი გამორჩეულია მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორების გუნდით, რომლებთაც გავლილი აქვთ საერთაშორისო რაფტინგის ფედერაციისა და მსოფლიო რაფტინგის ფედერაციის მიერ ჩატარებული ტრენინგ-კურსები და მიღებული აქვთ მათ მიერ გაცემული სერთიპიკატები.

ჯომარდობის ცენტრი საქართველოში აქტიურად თანამშრომლობს და ახორციელებს საჯომარდო ტურების ორგანიზებას ქართველ, წარმატებულ ნიჩბოსნებთან ერთად რომლებიც არიან ევროპის და მსოფლიო ჩემპიონები.

კომპანიის წარმომადგენლებს მიღებული აქვთ მონაწილეობა საქართველოში არსებული მდინარეების კვლევაში, რომელიც გამოცემულია წიგნად სახელწოდებით „კაიაკის გზამკვლევი საქართველოში“